ევრონათსი-2009, შპს

  • გამსახურდიას ქ.151, ზუგდიდი
  • (+995) 591 29 88 29
  • http://www.euronuts2009.ge

შ.პ.ს. „ ევრონათსი-2009“ არის საწარმო, რომელიც აწარმოებს დასავლეთ საქართველოში, კერძოდ სამეგრელოს რეგიონში – ზუგდიდში, ქართული თხილის საუკეთესო ჯიშის (ანაკლიური) ნედლეულზე დამზადებულ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას.

შ.პ.ს. „ ევრონათსი-2009“-ს გააჩნია საკუთარი საუკეთესო ჯიშის ნედლეულის (ანაკლიური) პლანტაცია, რომელიც 300ჰა მიწის ფართობზე არის განაშენიანებული.

შ.პ.ს. „ ევრონათსი-2009“ ანხორციელებს საწარმოში შემავალ ფერმერთა გაერთიანების პერიოდულ უზრუნველყოფას საშუალო და დიდ პლანტაციებში თხილის ხის მავნებლებისგან დაცვის და ნაყოფის ამკრები ტექნიკით, აგრეთვე სასუქით უზრუნველყოფას. გარკვეულწილად შესაძლებელია გარკვეული ტექნიკის, როგორიცაა გასაფარცხი ტექნიკა, ჰერბიციდების შემსხურებელი, მწვანე საბურველისგან (ჩენჩოსგან) გასაწმენდი დანადგარი, მექანიზაციის საშუალებების მიწოდება.
აგრეთვე, სამეგრელოს რეგიონებიდან შერჩევითი სახით შეიძენს საუკეთესო ჯიშის ნედლეულის (ანაკლიური) თხილის პროდუქციას, საექსპორტოდ გადაამუშავებს ევროსტანდარტის ხარისხის თხილის გულს და ახდენს მის რეალიზაციას.

შ.პ.ს. „ ევრონათსი-2009“-ს გააჩნია საკმაო გამოცდილება ევროპისა და აზიის (ევროპის: იტალია, ბელგია, შვეიცარია, გერმანია, ესპანეთი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, ჩეხეთი, პოლონეთი, რუსეთი, უკრაინა; აზიის: ყაზახეთი, ჩინეთი…) ბაზარზე გასვლის, რომელიც აძლევს საშუალებას, თანამედროვე მეთოდებით დახვეწოს და განავითაროს პროდუქციის წარმოება.
შ.პ.ს. „ ევრონათსი-2009“ ქმნის 100-მდე მუდმივ სამუშაო ადგილს, ხოლო ასევე არაპირდაპირ დასაქმებული ჰყავს 2-ჯერ მეტი ადამიანი. ქარხანა უზრუნველყოფილია სრული საწარმოო სისტემით ( თურქული, იტალიური), სადაც ხდება თხილის შესყიდვა, გადამუშავება, რეალიზაცია, რომელიც ორიენტირებულია ევროპისა და აზიის ქვეყნებში ადგილზე ჩატანის უზრუნველყოფით ( დაზღვევით) და საიმედოა ნებისმიერი ქვეყნის ბიზნეს პარტნიორისათვის.

შ.პ.ს. „ ევრონათსი-2009“- საწარმო აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის, ევროსტანდარტების შესაბამისი ტექნოლოგიური დანადგარებით.

შ.პ.ს. „ ევრონათსი 2009”-ს მიზანია ხარისხიანი პროდუქციის წარმოება და ექსპორტი ევროპისა და აზიის ბაზარზე, ქართული თხილის ნედლეულის ადგილის დასამკვიდრებლად.

საწარმო გადაამუშავებს წელიწადში 1500 ტონა გარჩეული თხილის გულს.