ჩართვა რადიო “ათინათში” თხილის საექსპორტო პოტენციალთან დაკავშირებით

დღეს, 2019 წლის 22 აგვისტოს ჩვენი ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ქარდავა, ჩაერთო რადიო “ათინათის” გადაცემა “თავისუფალ სივრცეში”.

საუბარი შეეხო იმას თუ “რა მდგომარეობაა რეგიონში აზიური ფაროსანას და სხვადასხვა დაავადების წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების შემდეგ, რამდენად გაიზარდა თხილის მოსავალი და გაუმჯობესდა მარცვლის ხარისხი, როგორია საექსპორტო მოლოდინები “.

ამ და სხვა თემებზე ლევან ქარდავას გარდა, საუბრობდნენ სტუდიის სტუმრები: საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი – გიორგი თოდუა და ფერმერი – გოჩა მესხი.