ჩვენ შესახებ

საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაცია (ჰეპა) დაარსდა USAID მიერ დაფინანსებული ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივა (EPI) დახმარებით 2013 წელს. ასოციაცია აერთიანებს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა სექტორის 40-მდე წარმომადგენელს.

თხილი არის ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი. სწორედ ამით იყო განპირობებული ასოციაციის დაარსებაც. გადამუშავებული თხილის 99% პროცენტი გადის საზღვარგარეთ.

ჰეპას მისიაა პოპულარიზაცია გაუწიოს და დაეხმაროს თხილის სექტორს განვითარებაში როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე, გაზარდოს საექსპორტო მოცულობები მსოფლიოს მასშტაბით, დაამყაროს ბიზნეს პარტნიორობა კომპანიებთან, სახელმწიფო უწყებებთან, დონორებთან და ფინანსურ ინსტიტუტებთან, მოიზიდოს ინვესტიციები, დაეხმაროს ასოციაციის წევრებს საგადასახადო, ფინანსური და იურიდიული სირთულეების გამოვლენასა და მოგვარებაში, წარმოებაში ახალი ტექნოლოგიების ადაპტირებაში, ასევე ქართული თხილის სტანდარტის შემუშავება.