მთავარი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება !

საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაცია დაარსდა 2013 წლის 31 დეკემბერს USAID-ის ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის (EPI) პროექტის ინიციატივით. მასში თხილის სექტორში დასაქმებული 38 გადამამუშავებელი და ექსპორტიორი კომპანია არის გაერთიანებული.
 
ასოციაციის მიზნებია თხილის დარგის პოპულარიზაცია და მისი კონკურენტუნარიანობის ამაღლება როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე. ასოციაცია ეხმარება წევრებს საგადასახადო კანონმდებლობასთან დაკავშირებული, ასევე, იურიდიული და ფინანსური პრობლემების მოგვარებაში.

თხილი საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურაა, რომლის მეშვეობითაც ქვეყანა თხილის მსოფლიო უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში შედის. ამ სექტორში  დასაქმებული პირების რაოდენობა ძალიან დიდია, მათ  საქმიანობას ძირითადად წარმოადგენს თხილის შეძენა - რეალიზაციას, რომლის უმეტესი ნაწილი გადამუშავდება, ხოლო მიღებული პროდუქციის 99%  (თხილის გული, ნაჭუჭი და ა.შ.) საზღვარგარეთ გადის.

თხილის სექტორი სოფლის მეურნეობისა და ზოგადად საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პერსპექტიული ნაწილია. სწორედ ამ ფაქტორმა განაპირობა გადამამუშავებელი და ექსპორტიორი კომპანიების გაერთიანება, რომელიც მიზნად ისახავს  თხილის სექტორის პოპულარიზაციასა და მისი კონკურენტუანარიაობის ამაღლებას როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე. ასოციაცია დაეხმარება წევრებს საგადასახადო კანონმდებლობასთან დაკავშირებული, ასევე იურიდიული და ფინანსური პრობლემების მოგვარებაში.  
 
ასოციაცია აქტიურად მუშაობს თხილის ხარისხის ამაღლებაზე, წევრი კომპანიების გაყიდვებისა და ფინანსური უნარ-ჩვევების განვითარებაზე. აწყობს ტრეინინგებს სხვადასხვა თემებზე. ამას გარდა თანამშრომლობს სახელმწიფო, დონორ და ფინანსურ ინსტიტუტებთან.